მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში კორონავირუსის 9 ტესტის პასუხი უარყოფითია
დღეს, 21 მაისს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში კორონავირუსის 9 ტესტის პასუხი მიიღეს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამავე სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

„ექვსი პაციენტის და სამი თანამშრომლის პასუხები მივიღეთ. ყველა პაციენტი მარნეულელია და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აქვს“ - გვითხრა ტატა შენგელაიამ

21 მაისის 11:30 საათის მონაცემებით, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით ორი პაციენტია შეყვანილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 55 დღიანი ჩაკეტვის შემდგომ 18 მაისს გაიხსნა.

მარნეული 22 მარტიდან იყო ჩაკეტილი. მარნეულში მკაცრი კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარენულელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები