სიახლე
როგორ უნდა აიღონ საწვავის ტალონი მარნეულელმა ფერმერებმა
მარნეულში აგრო დიზელის ფასდაკლების ბარათების გაცემის ცენტრი გაიხსნა. აღნიშნული ცენტრი კულტის სახლის შენობაში ფერმერებს დილიდან იღებს. სოფელ არაფლოში მცხოვრებმა ბინათ ბინათოვმა უკვე ისარგებლა საწვავის ფასდაკლების ბარათით. მას 5 ჰექტარი მიწა აქვს და როგორც თვითონ ამბობს, საწვავს სიმინდის აღებისთვის გამოიყენებს.

მარნეულში აგრო დიზელის ფასდაკლების ბარათების გასაცემად ოთხი ადამიანი გადამზადდა. მათ შორის მერიის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. ადგილზე მისულ მოქალაქეებს შენობაში თერმოსკრინინგისა და დეზინფექციის შემდგომ უშვებენ.



გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი გერონტი სივსივაძე ამბობს, რომ დახმარების მისაღებად პროცედურა მარტივია. მოქალაქეს კუთვნილი საწვავის ტალონის მიღება, პირადობის მოწმობის მიტანის საფუძველზე შეუძლია. 

„პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული აქვთ 0.25 ჰექტრის ზევით მიწის ნაკვეთები, ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით მიიღებენ 150 ლიტრის ძალიან შეღავათიან ბარათებს, რომლითაც ისარგებლებენ „სოკარ ჯორჯიას“ ბენზინ გასამართ სადგურებზე და საწვავს გაიტანენ იმ დროისთვის არსეულ ფასზე ლარით ნაკებად“

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შეღავათის მისაღებად არის ის, რომ აუცილებელია პირს რეგისტრირებული ჰქონდეს მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში - სხვა შემთხვევაში ტალონები არ გაიცემა. სივსივაძე განმარტავს, რომ მოქალაქის პირადი ნომერი წინასწარ შექმნილ ბაზაში შეჰყავთ, მოწმდება სისტემაში მისი არსებობა, რის შემდეგაც ავტომატურად იბეჭდება შესაბამისი ტალონები და ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.


„აგრო დიზელის საწვავის დახმარების ბარათზე არ არის განსაკუთრებული შეზღუდვები, როგორც სხვა პროექტებშია. აქ არის ის შეზღუდვა, რომ მინიმალური მიწის ნაკვეთი უნდა იყოს 0.25, მაქსიმალური კი 100 ჰექტარი. ანუ, 150 ლიტრა 100-ზე რომ გავამრავლოთ არის 15 000 ლიტრა და ამის მეტს, რამდენი ჰექტარიც არ უნდა ჰქონდეს კიდევ, ვეღარ მიიღებს. ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული იქ(კომპიუტერში) აპლიკაციაა შესავსები და ავტომატურად აჩვენებს ყველაფერს“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსის, გერონტი სივსივაძის თქმით, მხოლოდ მარნეულის კულტურის ცენტრი ვერ გაწვდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ადამიანებს. ამიტომ, ტალონების აღება სხვადასხვა უწყებების კომპეტენციაცაა.

„ჩართული არიან იუსტიციის სახლები. საზოგადოებრივი ცენტრები, მათ შორის კაჩაგანში და სადახლოში არსებული. ასევე, ლიბერთი ბანკი. ესენიც დაიწყებენ მუშაობას , ოღონდ მოგვიანებით, 1 ივნისიდან, ვინაიდან, გარკვეული ინფრასტრუქტურა მოსამზადებელია და მანამდე, ვინც არ უნდა მოვიდეს კულტურის ცენტრში, ჩვენ არავის დავწყვეტთ გულს. თუ საჭირო იქნება, ჩვენი სამსახურის წარმომადგენლებიც დავემატებით, მაგრამ ჯერ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ“


სივსივაძის თქმით, მარნეულის ადინისტრაციული ერთეულის წარომადგენლებს უკვე გადაეცათ სამენოვანი მასალები, რომლებსაც მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელება დაევალათ.

„საინფორმაციო მასალები ქართულად, აზერბაიჯანულად და სომხურადაა, რომელიც სოფელში გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილზე. ამასთანავე, მითითებულია ჩვენი საკონტაქტო ინფორმაციაც. ვაკეთებთ გრაფიკს, რომ თავიდან ავირიდოთ ქაოსური მოძრაობა. ეს გრაფიკი კი დღეს საღამოს გადაეცემა ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს“

აგრო დიზელის ფასდაკლების ბარათების გაცემის ცენტრი ქალაქ მარნეულში, კულტურის ცენტრის შენობაში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა.

პარარელულად მიმდინარეობს კიდევ ერთი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამა. რომელიც 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ფაქტი ერთია, ფერმერები, რომელბსაც მიწები რეგისტრირებული არ აქვთ, სახელმწიფო დახმარების პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია