მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარდა

მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში მდებარე, აზერბაიჯანელი მწერლის ნარიმან ნარიმანოვის, ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარდა.

ძეგლის დაზიანებული ფილები ახლით ჩაანაცვლეს.

ძეგლის რესტავრაციის დროს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მარნეულის მერის ზაურ დარგალის ინიციატივით ხორციელდებოდა.

მარნეულის საკრებულოს დეპუტატმა აზად ქარიმოვმა აღნიშნული ინფომრაცია უარყო და განაცხადა, რომ მარნეულის მერიამ ძეგლის რესტავრაციის სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც მარნეულის მერიაში, 21 თებერვალს, ძეგლის რეაბილიტაციის მოთხოვნით წერილი შეიტანეს.

ქარიმოვის განცხადების საპასუხოდ მარნეულის მერმა რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ ძეგლის რესტავრაცია მერიის ინიციატივით ხორციელდებოდა და სამომავლოდ იმ სკვერის რეაბილიტაციაცაა დაგეგმილი, სადაც ნარიმანოვის ძეგლი დგას.


 

Print