სიახლე
საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი ჯერ ადრეა - მაჰირ დარზიევი

საპარლამენტო არჩევნებმადე 5 თვეა დარჩენილი.

პარლამენტის დეპუტატი მაჰირ დარზიევი რადიო მარნეულთან საუბრისას აცხადებს რომ „ქართული ოცნების“ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანტიტადის ვინაობაზე საუბარი ჯერ ადრეა.

„რა თქმა უნდა ყველა პარტია ემზადება არჩევნებისთვის. ამ პროცესში კანდიდატებიც არიან. მე ამის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. ვერაფერს გეტყვით ამაზე“

დარიზევი ამბობს, რომ პარტია თუ შესთავაზებს მას მისი კანტიტატურის წარდგენას, ის დასთანხმდება.

„თუ პარტია ჩემს კანდიდატურას არ წარადგენს, მე ჩემით არ წარვადგენ კანდიდატურას“.

დეპუტატის თქმით, ნებისმიერი პარტიის ან პოლიტიკური საბჭოს წევრს ეკითხებიან არის თუ არა მზად კანდიდატურისთვის და შეთანხმების საფუძლველზე და გარკვეული პროცედურების შემდეგ ხდება სათანადო კანდიდატის არჩევა.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020- წლის ოქტომბერში იგეგმება.

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია