მარნეულის სამ სოფელში სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოებისათვის 971 740 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სამ სოფელში სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოების შესრულებისათვის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაფჩიში მოეწყობა სასმელი წყლის დარჩენილი შიდა ქსელი, რეზერვუარი და საქლორატორო. სოფელ სოფელ ბურმაში სასმელი წყლის ჭაბურღილი, ხოლო სოფელ სიონში სასმელი წყლის შიდა ქსელი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა აღნიშნული სამუშაოების შესრულებისათვის 971 740 ლარის გადახდას გეგმავს.

მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.

სოფელ ბეითარაფჩის სასმელი წყლის დარჩენილი შიდა ქსელის, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობის, სოფელ ბურმაში ჭაბურღილის მოწყობისა და სოფელ სიონში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების ტენდერი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 21 მაისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 29 მაისიდან პირველ ივნისამდე პერიოდში შეეძლება.

რადიო "მარნეული"

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერიის სატენდერო დოკუმენტაციიდან


Print