სიახლე
ქვემო სარალის სათემო ცენტრის ვიდეომილოცვა კურსდამთავრებულებს

საქართველოს მასშტაბით მეთორმეტეკლასელებისათვის სკოლა 20 მაისს დამთავრდა.

მიუხედავად სკოლის დამთავრების ოფიციალური თარიღისა, ქვეყნის მასშტაბით, „ბოლო ზარი“ 15-დან 25 მაისამდე პერიოდში აღინიშნება. კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს „ბოლო ზარის“ გამართვის ფორმატი გარკვეულწილად შეიცვალა.

ქვემო სარალის საზოგადოებრივი ცენტრის წევრები ყოველ წელს ბოლო ზარს სხვადასხვა სპექტაკლებით, სიმღერებითა და ცეკვებით აღნიშნავდნენ. წელს კი ეს ტრადიცია შეიცვალა. ახალგაზრდებს ერთად შეკრებისა და ზეიმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ რის გამოც ქვემო სარალის საზოგადოებრივი ცენტრის წევრებმა ვიდეო მიმართვა ჩაწერეს და მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება ასე მიულოცეს.



აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტებისთვის „ტელესკოლის“ ფარგლებში განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე გაგრძელდება.

რადიო „მარნეული“
ავტორი: იდრის რუსტამოვი

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია