სადამდე მიგვიყვანს სასულიერი პირის ჩარევა ნარიმანოვის საკითხზე - ისტორიკოსის და ფილოლოგის შეფასება
„ჩემი აზრით, მეუფეს განცხადება არა ისტორიულ ჭეშმარიტებასთან, ან ისტორიულ საკითხთან არის კავშირში, არამედ, ეს არის ბრძოლა დომინაციისათვის. ეს არ არის სასულიერი პირის განცხადება, ეს არის პოლიტიკური ულტიმატუმი“ - ასე ეხმაურება რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ისტორიკოსი, დავით ჯიშკარიანი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგის (ჯანმდელიანი) განცხადებას, რომელმაც მარნეულის მერს ნარიმან ნარიმანობის ძეგლის დემონტაჟისკენ მპოუწოდა.

24 მაისს, საკვირაო ქადაგებაზე, მარნეულში კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში არსებულ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლზე ისაუბრა და მარნეულის მერს მოუწოდა, რომ ძეგლის რესტავრაციის გამო ბოდიში მოიხადოს. მეუფე მარნეულის მერის ქმედებას უსინდისობად მიიჩნევს და დღევანდელ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ჩაერიონ მარნეულში არსებულ მდგომარეობაში და მთელ საქართველოში აღმოფხვრან საბჭოთა კავშირის და ფაშისტური სიმბოლიკბი, რომლის ნაწილიც, მეუფის განმარტებით, ნარიმანოვის ძეგლიცაა. როგორც ისტორიკოსი ჩვენთან საუბრაში ამბობს, მეუფის განცხადებას ერთგვარი პოლიტიკური სარჩული აქვს.

„მე როგორც ვიცი, იმ დროინდელი (XX საუკუნე) პოლიტიკური სივრცისათვის დამახასიათებელი ინტელექტუალი იყო (ნარიმან ნარიმანოვი). ძალიან ძნელია შეაფასო ის, რასაც მეუფე საუბრობს - მეორე მხრივ როგორი არის თემის აღქმა. ეს ერთმანეთთან ძალიან რთულ პრობლემაში მოდის, მაგრამ საინტერესოა მეუფეს თუ ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე აწუხებს, მაშინ რატომ არ აწუხებს სტალინის მუზეუმი, რომელიც გორშია“

ისტორიკოსი, დავით ჯიშკარიანი ამბობს, რომ მეუფეს მხრიდან ულტმატუმის ენით საუბარი არაკორექტულია და ნარიმან ნარიმანოვის ბიოგრაფიაზე საუბარი ამ შემთხვევაში შესაძლოა ზედმეტიც იყოს.

„სიფრთხილეა საჭირო. აზერბაიჯანული თემისთვის მნიშვნელოვან ფიგურად იქნა ჩამოყალიბებული ეს ადამიანი. თუ დააკვირდებით, მეუფეს არსად არ დაუსვამს შეკითხვა რა წვლილი აქვს ამ ადამიანს, როგორ უნდა გავიზაროთ, იქნებ მეუფემაც არ იცის რაღაცები ნარმან ნარიმანოვზე. რატომ არის ასე ცალსახად მის განცხადებაში დარწმუნებული. ძეგლი რა საკვირველია, მეხსიერების პოლიტიკის ნაწილია. მეხსიერების პოლიტიკა ხელოვნურად იქმნება. საბჭოთა ძეგლებიც ხელოვნურად იდგმებოდა. როდესაც საუბარია ისტორიის ჭეშმარიტებაზე, ძეგლები რომ ისტორიულ ჭეშმარიტებას არ გამოხატავენ, ამის შესახებ მეუფემ უნდა იცოდეს თუ ისტორიაზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს არ არის ისტორიაზე ლაპარაკი. ეს არის პოლიტიკური განცხადება. უბრალოდ მეუფემ გააკეთა განცხადება ერთ-ერთი ფილმიდან „დირექტორი, ეს მე ვარ“. ისტორიასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს”

ფილოლოგი, ოქტაი ქაზუმოვი მიიჩნევს, რომ მეუფეს განცხადებამ შესაძლოა „გვერზე გადადოს“ ნარიმან ნარიმანოვის თემა და საქართველოს ამ ტერიტორიაზე წაშალოს ყველაფერი, რაც აზერბაიჯანელ თემთანაა დაკავშირებული. მსგავსი განცხადებები კი ემოციურ ფონზე საპირისპირო ემოციებს გამოიწვევს. ფილოლოგის თქმით, ნარიმან ნარიმანოვის საკითხი რამდენიმე ჭრილში შეიძლება განვიხილოთ.

„ძალიან უხეშად და ტრაფარეტულად რომ ვთქვა, ისეთი მასშტაბის არ არის მაგრამ, იმ პიროვნებათა რიგს მიეკუთვნება, რომელიც მწარედ შეცდა თავის არჩევანში და თვითონ მიხვდა ამას. ცუდი შედარებაა, მაგრამ არსს გამოხატავს. მაგალითად, როგორც გიორგი სააკაძე, დღემდე ორჭოფული დამოკიდებულებაა - არის გმირი თუ არის მოღალატე. ნარიმანოვი რამდენიმე პლანიანი ადამიანია. პირველი ის, რომ დღეის გადასახადიდან შეიძლება მნიშვნელობდეს ის, რომ ის არის კალმოსანი, დრამატურგი, ლექსების ავტორი და განმანათლებელი ზოგადაად. თავის სოფლში პირველი სამედიცინო პუნქტის გამხსნელი. წიგნების ავტორი, როგორიცაა ისლამი და მედიცინა. სხვათაშორის, ის რომ აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკაში აზერბაიჯნული ენა გახდა წარმმართველი, მისი დამსახურებაა, იმიტომ, რომ რამდენიმე პირი ცდილობდა რუსული გამოცხადებულიყო სახელმწიფო ენად, ეს კაცი მარტო ერკინებოდა და მიაღწია ამას.

ოქტაიი ქაზუმოვი ფიქრობს, რომ მეუფეს განცხადებამ ერთგვარად ცალსახა დამოკიდებულება გვაჩვენა.

„ჩვენ თუ გვინდა უმტკივნეულოდ იქნეს ან შეცვლილი ან მოხსნილი (ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი), ამაზე თემი უნდა მივიდეს ნელ-ნელა ამ აზრამდე, რომ ნარიმან ნარიმანოვი არ ეპასუხება თანამედროვე მოთხოვნებს, მაგრამ დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ...სტალინის კულტს, საქართველოში და ღია პროპაგანდას. მე არავის საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ მარნეულში არის ასეთი დაბა შაუმიანი. ის შაუმიანიც ბოლშევიკი იყო . მე არ ვითხოვ, რომ შაუმიანი ახლავე უდა შეიცვალოს, მაგრამ არის ცალმხრივი დამოკიდებულებები. თუ კანონი კანონონს, ყველაზე თანარად უნდა ვრცელდებოდეს.

1916 წლის დეკემბერში აირჩიეს „სახალხო სახლის“ , ბაქოს ბოლშევიკთა ორგანიზაციის ლეგალური ცენტრის მმართველობაში. 1918 წლის მარტში იყო ბაქოს რევოლუციური დაცვის კომიტეტის წევრი. 1918 წლის შემოდგომიდან ბაქოს ოსმალური ოკუპაციის შემდეგ ტოვებს ქალაქს და გადადის მოსკოვში. 1919 წლიდან ლენინის ინიციატივით ინიშნება საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების გამგედ. იყო აზერბაიჯანის ბოლშევიკური ოკუპაციის ერთ-ერთი ინიციატორი.

1920 წლის აპრილში ბაქოს ბოლშევიკური ოკუპაციის დროს იყო აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე, შემდგომ აზერბაიჯანის სსრ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი და მთავრობის თავმჯდომარე. მწირია ცნობები 1920 წლებში ნარიმანოვის მოღვაწეობის შესახებ. ამაბდროულად, არც აზერბაიჯანულ მასალებშია ნარიმანოვის ცხოვრების დეტალების შესახებ ინფორმაცია

1922 წლის 30 დეკემბერს ინიშნება სსრკ-ს ცაკ-ის თავმჯდომარედ, ამავე დროს 1924 წლიდან საზოგადოებრივ მეცნიერებებში კითხულობს ლექციებს აღმოსავლეთის მშრომელთა კომუნისტურ უნივერსიტეტში. გარდაიცვალა მოსკოვში გაურკვეველ ვითარებაში, ოფიციალური ვერსიის, გულის უკმარისობის გამო.

რადიო მარნეული ღეს, მთელი დღე ცდილობს დაკავშირებას მარნეულის მერთან, ზაურ დარგალთან, რომელიც ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ასევე, პოზიციის მოსმენა გვინდოდა მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატისგან, თამაზ ნავერიანთან, რომელის საკითხის შესწავლას დაგვპირდა. რადიო "მარნეულის" ზარებს არ პასუხობს კიდევ ერთი პარლამენტის მაჟორიტარი-დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები