იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალი და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი დღეიდან გაიხსნა
დღეს, 25 მაისს, იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალი და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი დღეიდან გაიხსნა.
აღნიშნულ ფილიალებში 23 მარტიდან სამუშაო პროცესი მკაცრი კარანტინის გამო იყო შეჩერებული. იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალი და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი მუშაობის ახალ პრინციპზე გადავიდა. ფილიალებში საჭირო სერვისების მისაღებად  დაჯავშნის ელექტრონული სისტემა მოქმედებს.

იუსტიციის სახლის სერვისების მისაღებად ჯავშანს გაკეთება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეცაა შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა შეხვიდეთ my.gov.ge-ის პორტალზე. სერვისის მისაღებად მომხმარებელმა პორტალზე my.gov.ge კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროსა და ადგილზე შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად ფილიალში ფიზიკურად მისვლა.

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
  • ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge, სადაც თვალსაჩინო ადგილზე არის განთავსებული ჯავშნის კალენდარი;
  • დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;
  • წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;
  • ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება;
  • ფილიალში არ დაიშვებიან ბავშვები და სერვისის მისაღებად მოსული პირის თანმხლები პირები;
  • ფილიალებში შესაძლებელი იქნება ყველა სერვისზე განაცხადის გაკეთება, გარდა რიტუალური ქორწინებისა;
  • იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დაჯავშნილ ვიზიტებს მიიღებენ ყოველ დღე;
  • სერვისის დაჯავშნას მომხმარებელი ქოლცენტრის საშუალებით ან ადგილზე მისვლით ვერ შეძლებს. ვიზიტის დასაჯავშნად ვებგვერდი – my.gov.ge, უნდა იყოს გამოყენებული.

იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები აღნიშნული ფორმატით მომსახურებას კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნამდე გააგრძელებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები