„ქართული მარში“ მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსს მხარდაჭერას უცხადებს
„ქართულმა მარშმა“ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის მიმართვა ფეისბუქ გვერდზე „ალილო მარნეული“ გამოქვეყნდა.

„სასწრაფოდ მიიღეთ ზომები და შეასრულეთ ის მოთხოვნა რომელიც არის მეუფე გიორგის მიერ გაჟღერებული, მაგრამ ამ მოთხოვნას უკან უდგას მთელი საქართველო. დიახ, მეუფე გიორგი ჯამდელიანს დაუდგება მთელი საქართველო და მე გეუბნებით, უკანასკნელი სისხლის წვეთამდე დავიცავ მას, ფიზიკურად დავიცავ მას, მაგრამ მათ ჩვენი დასაცავი არაფერი არ სჭირს. უბრალოდ, ის მოთხოვნა, რაც იქაა დაყენებული, უნდა შესრულდეს“ - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ

ბრეგაძემ „ქართული მარშის“ წევრებს მოუწოდა რომ მოახდინონ სრული მობილიზაცია მეუფე გირგის მხარდასაჭერად.

ჩვენ ველოდებით ჩვენი მოთხოვნა-ულტიმატუმების შესრულებას“ - განაცხადა მან

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადება 24 მაისს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის საკვირაო ქადაგებას ეხება. მან მარეულში კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში არსებულ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლზე ისაუბრა და მარნეულის მერს მოუწოდა, რომ ძეგლის რესტავრაციის გამო ბოდიში მოიხადოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი დემონტაჟი.

„ქალაქის მერი ამას როგორ უნდა კადრულობდეს?! მთელი კატეგორიულობით ვაცხადებ, ვაძლევ მათ გონივრულ დროს, თავისივე ხელით, კანონის შესაბამისად, დაიწყოს ამ საბჭოთა სიმბოლოს, ამ საბჭოთა პიროვნების ძეგლის დემონტაჟი... მე ვფიქრობ, რომ აქ დიდ უმეცრებასაც აქვს ადგილი. ქალაქის მერმა ავტობიოგრაფია არ უნდა იცოდეს თუ რა ძეგლზეა საუბარი? თუ ეს იყო შეცდომა, ეს შეცდომა საჯაროდ უნდა აღიაროს მერმა და დაუყოვნებლივ უნდა მოიხადოს ბოდიში საზოგადოების წინაშე“ - განაცხადა მეუფე გიორგიმ საკვირაო ქადაგებისას

რადიო „მარნეული“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მარნეულის მერთან, ქვემო ქართლის გუბერნატორთან და მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატებთან დაკავშირებას. ჩვენს ზარებს მხოლოდ მაჟორიტარმა თამაზ ნავერიანმა უპასუხა და საკითხში გარკვევას და კომენტარის სხვა დროისათვის გაკეთებას დაგვპირდა.

ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია 2020 წლის თებერვალში დაიწყო. 3 მარტს მარნეულის მერმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ძეგლის აღდგენითი სამუშაოები მერიის ინიციატივით ხორციელდება.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
დაიცავი დისტანცია