ახალი აზროვნების ინსტიტუტმა პროექტი „დედების სკოლა“ დაიწყო

„ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ინიციატივით და “EWMI ACCESS”, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მარნეულში იწყება ახალი პროექტი „დედების სკოლა“ რომლის მიზანიც იმ დედების დახმარებაა, რომლებმაც საშუალო განათლების მიღება ვერ შეძლეს და შვილებისათვის გაკვეთილების მომზადებაში დახმარება უჭირთ.


ადრეულ ასაკში გათხოვილ დედებს ტრენინგები და სემინარები ჩაუტარდებათ და მათ ასწავლიან ქართულ და ინგლისურ ენებს დაწყებითი კლასების დონეზე და ასევე ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკას. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სოციალური აქტივოვები და ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სკოლასთან თანამშრომლობის თემებზე ტრენინგები.

 


ახალი აზროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელი კამრან ეფენდიევი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პროექტში სოფელ სადახლოს, მოლაოღლუსა და ხულდარაში მცხოვრები 20 მშობელი ჩაერთვება, რომელთა შვილებიც დაწყებით კლასებში სწავლოებნ. ეფენდიევის თქმით, ახალი აზროვნების ინსტიტუტის გახსნიდან მათ ბევრმა დედამ მიმართა რომლებიც წუხდნენ, რომ ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში ვერ ეხმარებიან.

„ეს პროექტი ქვემო ქართლში პირველად ხორციელდება. გოგონები რომლებმაც საშუალო სკოლა ვერ დაამთავრეს, გარკვეული პრობლემების გამი ვერ ისწავლეს და 90-იან წლებში უმაღლესში ვერ ჩააბარეს ახლა მშობლები არიან. მათი უმეტესობა შვილებს საშნაო დავალების მომზადებაში ვერ ეხმარება და ჩვენთან აგზავნიან. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ასეთი პროექტი გაგვეკეთებინდა და უკვე დაფინანსებაც მივიღეთ. ივნისიდან 10 მშობელი მოლოღლუდან და 10 ხულდარიდან გაივლის სწრაფ გაკვეთილებს. გაკვეთილების დროს ბენეფიციარი დედების შვილები ამავე პროექტის ფარგლებში ნაყიდი მათემატიკური და ქართული ენის ცოდნის განმავითარებელი სათამაშოებით ითამაშებენ და საშინაო დავალებებს მოამზადებენ, მეორე მხრივ კი სპეციალისტები დედებს აუხსნიან თუ როგორ უნდა ჩაუტარონ შვილებს გაკვეთილები და როგორ უნდა დაეხმარონ მათ დავალებების მომზადებაში“ - ამბობს კამრან ეფენდიევი

ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძვნებელი ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ქვეყნის მასშტაბით 10 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვის გამო პროექტი ივნისში, ონლაინ რეჟიმში, დაიწყება. შეზღუდვის გაუქმების შემდგომ კი დედები ერთად შეიკრიბებიან და ტრენინს-სემინარებს დაესწრებიან.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები