ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში (ფოტო)

ქალაქ მარნეულში, ხალილოვის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ჩვენი ინფორმაციით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სახანძრო სამაშველო ტექნიკა. 

როგორც რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ფოტოების ავტორი: ფუად გახრამანოვი


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები