როგორ უნდა აიღონ სახელმწიფო დახმარება მარნეულელმა თვითდასაქმებულებმა
სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის განყოფილებას 200-მდე თვითდასაქმებულმა მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია ამავე სამსახურის უფროსმა მამუკა შუბითიძემ გვითხრა.

„ის თვითდასაქმებულები, რომლებმაც პანდემიის პერიოდში დაკარგეს სამსახური, უნდა წარმოადინონ რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ დასაქმებულები. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე. იმ შემთხვევაში თუ თავად ვერ ახერხებენ რეგისტრაციას უნდა მოვიდნენ ჩვენთან და დავეხმარებით რეგისტრაციის გავლაში“ - თქვა მამუკა შუბითიძემ

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას მიიღებენ უმუშევრად დარჩენილი, დაქირავებით დასაქმებული, ასევე თვითდასაქმებული პირები.

არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ან თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში, ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე, სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით შეუძლიათ დარეგისტრირება.


პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები