„ 2012 წლის შემდეგ საქართველოში რელიგიურ თუ სახელმწიფოებრივ საკითხებზე, არასასიამოვნო მოვლენები ხდება“ - აზერ სულეიმანოვი

„ 2012 წლის შემდეგ საქართველოში რელიგიურ თუ სახელმწიფოებრივ საკითხებზე,

არასასიამოვნო მოვლენები ხდება. კარგი იქნებოდა თუ ყველა თავის საქმით დაკავდებოდა. რელიგიური მოღვაწეები ღმერთს ემსახურონ - პოლიტიკაში არ ჩაერიონ“- განაცხადა რადიო მარნეულთან საუბრისას ერთიანი ნაცინოლაური მოძრაობის წევრმა და პარლამენტარმა აზერ სულეიმანოვმა. მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლები ყოველთვის თავიანთი ქვეყნის ერთგულნი იყვნენ. წუხს განვითარებული მოვლნების გამო.

„თქვენ იცით , რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლები ყოველთვის ქრისტიანულ ღირებულებებს აფასებენ. ყველა ქრისტიანულ დღესასწაულზე და რელიგიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს პატივისცემით ეკიდებიან. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს პატივს ვცემთ. ყოველთვის ვცდილობთ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ორი რელიგიას შორის - ისლამს და ქრისტიანობას შორის ხიდის როლს ვასრულებთ. დღეს ერთ-ერთი რელიგიური პირის პოლიტიკური საკითხებისადმი ასეთი მოდგომა არის საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების შეურაცხყოფა. დღეს ნარიმან ნარიმანოვი თუ მოდის კომუნიზმიდან, კომუნისტის შესახებ თუ საუბრობენ, თუ ის იყო კომუნისტი, მაშინ პირველი სტალინის ძეგლი უნდა აიღონ. შემდეგ შაუმიანის სახელი უნდა შეიცვალოს. ქვეყანაში ბევრი კომუნისტია. იმ ეპისკოპსს, რომელიც იძახის, რომ ერთი ძეგლი უნდა აიღონ, ვეტყოდი, რომ ჯერ სამცხე-ჯავახეთში საქართველოს და აზერბაიჯანის მტრის, სეპარატისტი ავაგიანის ძეგლიდან უნდა დაიწყონ“

აზერ სულეიმანოვის თქმით, ბოლო დროს საქართველოში რუსული ნარატივი ვრცელდება. მსგავსი განცხადებები კი ვითარების დაძაბვისკენაა მიმართული.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გუშინ სხვა ეპისკოპოსიც გამოვიდა სიტყვით. მანაც აღნიშნა, რომ უკვე ევროპულ ღირებულებებს უნდა ვუთხრათ უარი. ჩვენ შორს უნდა ვიყოთ ევროპისგან, ამერიკისგან. რუსეთის სასარგებლო განცხადებებს აკეთებენ. ჩანს რომ ბოლო დროს საქართველოში ვიღაცეებს უნდათ აერულობა. ძეგლიც ერთ-ერთი მიზეზია. სახელმწიფო არაფერს არ ეხმაურება. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ორი თვეა ჩვენ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას გვაყენებენ, არავინ არ გამოვიდა და არ თქვა ერთი სიტყვა. მოვუწოდებ სახელმწიფოს დროზე მოხდეს ასეთი განცხადებების გაკეთების პრევენცია“

დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანლებმა მოითხოვეს.

„დღეს საკითხი არ ეხება ზაურ დარგალის ან სხვას. საქმე იმაშია, რომ უკვე წლებია ორ ხალხს შორის რამე საკითხი უნდათ დააყენონ. ჩვენს ამას არ დავუშვებთ არასდროს. ძეგლის რესტავრაცია არასამტავრობო ორგანიზაციებმა, საქართველოს აზერბაიჯანლებმა მოითხოვეს. ამასთან დაკავშირებით აქციებიც ჩატარდა. ზაურ დარგალიც მარნეულის მოსახლოების მიერ არჩეული მერია. მისი პირდაპირი ვალია რომ ძეგლს რესტავარცია ჩაუტაროს. სხვა საქმეებზე მილიონებს ხარჯავენ. რომელიმე მცირე საქმისთვის ლაპარაკი არასწორია. ეს ჩვენს მიმართ უპატივისცემლობაა“

ჩვენ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს, სავალან მირზოევს, მაჰირ დარზიევს და რუსლან ჰაჯეივს დავუკავშირდით. მათ ვთხოვეთ შეეფასებინათ მეუფეს განცხადება ნარიმან ნარიმანოვის ძეგლზე. დარზიევმა და მირზოევმა რადიო „მარნეულთან“ საუბარი არ ისურვეს, ჰაჯიევი კი გადმორეკვას დაგვპირდა.

მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიროგიმ (ჯამდელიანი) 24 მაისს, საკვირაო ქადაგებაზე, მარნეულში კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში არსებულ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლზე ისაუბრა და მარნეულის მერს მოუწოდა, რომ ძეგლის რესტავრაციის გამო ბოდიში მოიხადოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი დემონტაჟი.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები