მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსში" კორონავირუსის ორი ტესტის პასუხი მიიღეს
დღეს, 28 მაისს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში კორონავირუსზე ჩატარებული 2 ტესტის პასუხი მიიღეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ ორივე პაციენტიმარნეულელია.

კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დადასტურებია.

28 მაისის 11:00 საათის მონაცემებით, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით ორი პაციენტია შეყვანილი

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსი 24 დღეა რაც არ დაფიქსირებულა. 6-დან 9 მაისამდე ჩატარებული კორონავირუსის 1 635 ტესტიდან დადებითი მხოლოდ ორი იყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 55 დღიანი ჩაკეტვის შემდგომ 18 მაისს გაიხსნა.

მარნეული 22 მარტიდან იყო ჩაკეტილი. მარნეულში მკაცრი კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარენულელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები