მარნეულელ თვითდასაქმებულებს სახელმწიფო დახმარების მისაღებად „დემოკრატული ჩართულობის ცენტრში“ დაეხმარებიან
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ და IFES Georgia მარნეულსა და ახალციხეში იწყებენ ახალ პროექტს, რომლის მიზანიც იმ თვითდასაქმებული მოქალაქეების დახმარება, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში სამსახური დაკარგეს.

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თვითდასაქმებულებს დაეხმარებიან რეგისტრაციის გავლაში, რომლის მეშვეობითაც ისინი სახელმწიფოს მხრიდან 300 ლარიან დახმარების მიღებას შეძლებენ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა მარიამ სამხარაძემ თქვა, რომ ცენტრის თანამშრომლები და მოხალისეები მოქალაქეებს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გაუწევენ დახმარებას.

„მომსახურეობის მისაღებად მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ჩვენს ცხელ ხაზზე და დაჯავშნონ ვიზიტი. ჩვენ ვმუშაობთ ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე. მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ დოკუმენტები რაც საჭიროა კომპენსაციის მისაღებად დასარეგისტრირებლად. ესაა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საბანკო რეკვიზიტები და 2020 წლის პირველ სამ თვეში დასაქმების დამადასტურებელი რაიმე საბუთი“ - გვითხრა მარიამ სამხარაძემ

შეხვედრის დასაჯავშნად მარნეულელმა თვითდასაქმებულებმა უნდა დარეკონ შემდეგ ნომერზე: 0800000040

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი განთავსებულია მარნეულში მისამართზე გიორგაძის #1.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო დახმარების მისაღებად დარეგისტრირება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე Moh.gov.ge შეუძლიათ.

მარნეულელ თვითდასაქმებულებს 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის გავლაში ეხმარებიან სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მარნეულის რაიონულ განყოფილებაშიც.



საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას მიიღებენ უმუშევრად დარჩენილი, დაქირავებით დასაქმებული, ასევე თვითდასაქმებული პირები.

რადიო „მარნეული“

გარეკანის ფოტო: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები