სიახლე
რის გარეშე არ აგიშვებენ მარნეულის საჯარო ტრანსპორტში
29 მაისიდან მარნეულში საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ტრანსპორტი განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებს და მგზავრებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება. რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებაზე 28 მაისს მერიაში იმსჯელეს და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც რადიო „მარნეულთან“ შპს ექსპრეს ტურისტის ხელმძღვანელი იური სამხარაძე ამბობს, აკრძალული იქნება მგზავრების ფეხზე დგომა. სიტუაციას კი მათი ხელმძღვანელობა გააკონტროლებს.

„პირველ რიგში მძღოლს უნდა ეკეთოს პირბადე და ხელთათმანები. სადენზინფექციო ხსნარები ექნება მძღოლს ხურდა ფულს რომ მიიღებს, აუცილებლად უნდა დაიმუშაოს ხელი ხსნარით. მე ჩემი დისპეჩერები მყავს ისინი გააკონტროლებენ სიტუაციას და მძღოლებიც, რა თქმა უნდა. შემოწმდებიან ყიზილაჯლოში, საიდანაც გამოდიან“

სამხარაძე ამბობს, რომ ხვალიდან, მისი კომპანიის 18 მიკროავტობუსი , გაზრდილი ფასით გააგრძელებს მუშაობას. მგზავრთა გადაყვანა კი სავარძლების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენ სოფელ საიმერლოს ხაზზე გვქონდა 50 თეთრი და აქ იგივე დარჩება, მაგრამ ქალაქში მოიმატა ფასმა 10 თეთრით. ანუ, აქ თუ 40 ღირდა, გახდა ერთიანი ფასი და 50 თეთრი იქნება. ჩვენ მეორე სატრანსპორტო კომპანიასთან (შპს ავტოპარკი) შევთანხმდებით გრაფიკზე. 5-6 წუთში ერთხელ გამოვალთ. აქამდე 10-12 წუთში ერთხელ გამოდიოდით“

კიდევ ერთი სატრანსპორტო კომპანია შპს "ავტოპარკი" რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, მგზავრობის ფასს არ გაზრდიან. როგორც ამავე კომპანიის დირექტორმა გიგა ჯალაღონიამ გვითხრა, რომ იგეგმება ავტობუსების გრაფიკის შეცვლაც.

„იმასთან შედარებით რაც ადრე იყო, უფრო სწრაფად იმოძრავებს ტრანსპორტი. ყველა ავტობუსი ხაზზე იქნება ხვალ. პირბადეების ტარება აუცილებელი იქნება და ასევე, ფეხზე მდგომი არავინ გვეყოლება. ამას ჩვენი სამსახური გააკონტროლებს. ჩვენ მგზავრობის ფასს არ ვცვლით, იგივე დარჩება ჯერჯერობით.

ტრანსპორტის აღდგენის შესახებ ინფორმაცია 27 ივნისს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა

8 ივნისიდან ქვეყანაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. 

მარნეულში ყველა სახის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა 17 მარტს შეწყდა. 

ამავე თემაზე:

29 მაისიდან მარნეულში საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია