როდის აღდგება მარნეული-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა
8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა. 
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა ქვეყანაში 24 მარტს აიკრძალა. 

აღსანიშნავია, რომ მარნეულში საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა, ხვალიდან, 29 მაისიდან განახლდება. ტრანსპორტი განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებს და მგზავრებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულოა. აკრძალული იქნება მგზავრების ფეხზე დგომა, მგზავრთა გადაყვანა სავარძლების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

მარნეულში ყველა სახის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა 17 მარტს შეწყდა.

Print