სიახლე
ეპისკოპოს გიორგის არ აქვს უფლება დარგალს რამე მოსთხოვოს - ახმედ იმამკულიევი

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ახმედ იმამკულიევი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) განცხადებას ეხმიანება,

სადაც მეუფე ამბობს, რომ მარნეულის ცენტრში მდებარე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაცია კანონდარღვევით მოხდა და მოითხოვს, რომ ძეგლის დემონტაჟი მოხდეს.

იმამკულიევის თქმით, მარნეულელები ნარიმანოვს იცნობენ როგორც პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოღვაწეს, ექიმს და პოეტს.

„ნარიმან ნარიმანოვმა მაშინ დაიწყო მოქმედება როცა ბოლშევიზმი ახალ ნაბიჯებს დგამდა. მარნეულელების მეხსიერებაში დარჩენილ ნარიმანოვს ბოლშევიზმთან და კომუნიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის სოფელ ყიზილაჯლოში მუშაობდა მასწავლებლად, ნარიმანოვი იყო ის პიროვნება, რომელმიც სკოლების აშენებას უწყობდა ხელს. ის ექიმად მუშაობდა სოფელში და რაც ყველაზე მთავარია, ის იყო მწერალი. მისი ნაწარმოებები ჩვენთვის ისტორიული წარსული და ჩვენი მორალური ღირებულებაა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ხალხის ღირებულებას ვინმე შეეხოს. ჩვენ როგორც ვცემთ სხვა ეროვნებების ღირებულებებს პატივს, სხვებმაც ისე უნდა სცენ პატივი ყველას, განურჩევლად მრწამსისა“.

იმამკულიევმა აღნიშნა, რომ ძეგლის რესტავრაციის თანხა მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და სამუშაოების თანხა მერმა ზაურ დარგალმა პირადად გამოყო. მან ზაურ დარგალს მადლობა გადაუხადა, რომ ძეგლის რესტავრაციის სამუშაოებისათვის თანხა საკუთარი ჯიბიდან გამოყო.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ასევე ამბობს, რომ ნარიმანოვის ძეგლის მიმდებარედ არსებული პარკი და „კულტურის ცენტრიც“ ადრე ნარიმანოვის სახელს ატარებდა. ის ფიქრობს, რომ დარგალს ძეგლის აღდგენასთან ერთად „კულტურის ცენტრისა“ და სკვერისათვისაც უნდა დაებრუნებინა ნარიმანოვის სახელი.

მე მერიისგან ველოდობოდი არა მხოლოდ ძეგლის აღდგენას, არამედ პარკისათვის სახელის დაბრუნებასაც. ჩვენს მეხსიერებაში ეს ასეა დარჩენილი. კარგი იქნებოდა, თუ ეს პარკიც ძეგლთან ერთდ გარემონტდებოდა, ისიც ცუდ მდგომარეობაშია. ვფიქრობ, ზაურ დარგალმა მხოლოდ ძეგლის აღდგენით მოსხლეობის ნდობა ვერ მოიპოვა. ამას მაშინ მიაღწევდა, თუ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. თუ „კულტურის სახლს“ დაუბრუნებდა სახელს მაშინ მოსახლეობის ნდობასაც მოიპოვებდა“.

იმამკულიევმა მარნეულის მერის დუმილზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ დროს, როდესაც მთელი ყურადღება მერის საქმიანობაზეა გადართული და ყველა ნარიმანოვის ძეგლზე საუბრობს, მარნეულის მერი არ უნდა იმალებოდეს.

მე მის დამალვას დადებითად არ ვაფასებ. ზაურ დარგალს მოვუწოდებ, რომ ჯამდელიანს თვითონ უპასუხოს. მას არ აქვს უფლება მერისგან რამე მოითხოვოს. ხალხს კი ამის უფლება აქვს“. - აცხადებს ახმედ იმამგულიევი

მარნეულის მერი რადიო "მარნეულის" ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

24 მაისს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგმ საკვირაო ქადაგებისას მარეულში კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში არსებულ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლზე ისაუბრა და მარნეულის მერს მოუწოდა, რომ ძეგლის რესტავრაციის გამო ბოდიში მოიხადოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი დემონტაჟი.

ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია 2020 წლის თებერვალში დაიწყო. 3 მარტს მარნეულის მერმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ძეგლის აღდგენითი სამუშაოები მერიის ინიციატივით ხორციელდება.

ამავე თემაზე:

მეუფე გიორგიმ მარნეულის მერს ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟისთვის „გონივრული ვადა“ მისცა

სადამდე მიგვიყვანს სასულიერი პირის ჩარევა ნარიმანოვის საკითხზე - ისტორიკოსის და ფილოლოგის შეფასება

„ქართული მარში“ მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსს მხარდაჭერას უცხადებს

„კანონის გვერდის ავლით მოხდა ძეგლის რესტავრაცია“ - მეუფე გიორგი მარნეულის მერს ადანაშაულებს

„ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა გახდეს საფუძველი ამ რეგიონში ახალი კონფლიქტის წარმოშობის“ - სოვლაბი

„ 2012 წლის შემდეგ საქართველოში რელიგიურ თუ სახელმწიფოებრივ საკითხებზე, არასასიამოვნო მოვლენები ხდება“ - აზერ სულეიმანოვი

 

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია