მარნეულში „საზაფხულო ბაღი“ წელს არ იმუშავებს
მარნეულში „საზაფხულო ბაღი“ წელს არ იფუნქციონირებს. გადაწყვეტილება კრონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღეს. როგორც მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი ამბობს, შეიცვალა რეგისტრაციის წესიც.

„სექტემბრამდე ბაღები აღარ იფუნქციონირებს. რეგისტრაცია დაიწყება დაახლოებით 15 ივნისიდან“

„საზაფხულო ბაღების“ მუშაობის პრაქტიკა მარნეულში წლებია არსებობს. ყოველწლიურად საზაფხულო ბაღის ფუნქციას მუნიციპალიტეტში N1 საბავშვო ბაღი ითავსებს. გასულ წელს ამავე დაწესებულებამ 42 აღსაზრდელი მიიღო.

Print