მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსიდან“ კორონავირუსზე შესამოწმებლად 5 ტესტს გააგზავნიან
დღეს, 29 მაისს, მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსიდან" კორონავირუსზე შესამოწმებლად 5 ტესტს გააგზავნიან. როგორც ამავე სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა ტატა შენგელაიამ გვითხრა, პაციენტები წალკის და მარნეულის მუნიციპალიტეტებიდან არიან. ერთი ადამიანი კი მათი თანამშრომელია.

„გუშინ არც გაგვიგზავნია ტესტები. დღეს ვაგზავნით ხუთ ნიმუშს და ვნახოთ ხვალ რა პასუხი იქნება“ - თქვა ტატა შენგელაიამ.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსი 25 დღეა, რაც არ დაფიქსირებულა. 6-დან 9 მაისამდე ჩატარებული კორონავირუსის 1 635 ტესტიდან დადებითი მხოლოდ ორი იყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 56 დღიანი ჩაკეტვის შემდგომ 18 მაისს გაიხსნა.

მარნეული 22 მარტიდან იყო ჩაკეტილი. მარნეულში მკაცრი კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარენულელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები