„დილით შეცდომით მიუციათ რამდენიმე მძღოლისთვის გაზრდილი ფასები, უკვე შეცვალეს“ - იური სამხარაძე
„უკვე ყველას აწერია 50 თეთრი. დილით შეცდომით მიუციათ რამდენიმე მძღოლისთვის გაზრდილი ფასები. უკვე შეცვალეს“ - ეს განცხადება რადიო მარნეულთან საუბრისას, N1 და N2 სამარშრუტო ტაქსების ხელმძღვანელმა იური სამხარაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩვენგან შეიტყო მათივე სატრანსპორტო საშუალებებში დაწესებული ახალი ტარიფის შესახებ და ინფორმაციაში გარკვევას დაგვპირდა. 



კომპანიის დირექტორის თქმით, შეცდომით ამობეჭდილი ფასები დაახლოებით ოთხი მარშუტკის მძღოლს ჰქონდა გაკრული

იური სამხარაძე მოსახლეობას რადიო მარნეულთან მიცემულ ინტერვიუში 28 მაისს დაჰპირდა, რომ მგზავრობა მხოლოდ ქალაქ მარნეულში, 10 თეთრით გაძვირდებოდა, თუმცა სოფლებიდან მარშუტკებში ასულ მგზავრებს, დილით ახალი ტარიფი დახვდათ.

მგზავრობის საფასური მარნულის N1 და N2 მარშუტკებში 50 თეთრია. მგზავრობა მხოლოდ ქალაქ მარნეულშია 10 თეთრით გაძვირებული.

იგივე ტარიფი რჩება მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფ ავტობუსებში. მარნეულში საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა 29 მაისს აღდა. მგზავრებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულოა. აკრძალულია მგზავრების ფეხზე დგომა, მგზავრთა გადაყვანა სავარძლების რაოდენობაზეა დამოკიებული
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები