სიახლე
ქველმოქმედი ადამიანები მარნეულში მცხოვრებ ოჯახს ეხმარებიან და სახლს უხურავენ
45 წლის აზერ ჰუსეინოვი მარნეულის რაიონის სოფელ იმირში ცხოვრობს. 10 წელია, რაც ოთხსულიან ოჯახთან ერთად ოროთახიან სახლში ცხოვრობს. წლებია საცხოვრებელს სახურავი არ აქვს, რის გამოც სახლს ბრეზენტი გადააფარეს.

აზერ ჰუსეინოვის მეუღლე ეპილეფსიით არის დაავადებული. თანხის არ ქონის გამო კი მეუღლეს ვერ მკურნალობს. მისი თქმით, არც მუდმივი შემოსავლის წყარო  აქვთ. თვიდან-თვემდე 150 ლარის იმადად ცხოვრობენ. აზერი დროდადრო ჯართსაც აგროვებს და ჰყიდის.

რამდენიმე დღის წინ ოჯახს ქველმოქმედი ადამიანები  დაეხმარნენ. აზერის საცხოვრებელ სახლში ახლა რემონტი კეთდება. კარ-ფანჯრებს ცვლიან და ახალ სახურავს აკეთებენ.

„ჩვენს სახლში წვიმდა. არანაირი დახმარება არ იყო. მათ დაგვეხმარნენ და გადაგვარჩინეს ამ მდგომარეობისგან. 150 ლარი დახმარება მოგვცეს, მაგრამ ეს საკმარისი არაა. სამუშაო არ მაქვს, რკინებს ვაგროვებ და მოტოციკლით დავდივარ გასაყიდად. მწვანილს ვყიდი, როგორმე პურის ფული რომ ვიშოვო.

ჰუსეინოვების სახლის გარემონტებაში შეიტან წვლილი სოფელი იმირის მკვიდრმა ქამრან მამედოვმა. მისი თქმით, მათ რამაზანის თვეში დაიწყეს აქციის ჩატარება. აქციის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 6 ათასი ლარია შეგროვებული.

„ჩვენ რამაზანის თვეში დახმარებისთვის აქცია დავიწყეთ სახლებთან დაკავშირებით. მოკლე ვადაში კარგი ადამიანების და ფონდების მხარდაჭერით ჩვენ უკვე დავიწყეთ ავარიული მდგომარეობაში მყოფი ბინების გარემონტება. ჩვენი დახმარებები გრძელდება. ამ მდგომარეობაში ბევრი სახლია და მათთანაც რემონტია საჭირო“

ქამრან მამედოვის თქმით, მათ პირველ რიგში ოჯახის დასახმარებლად აქცია დაიწყეს. იმ ოჯახს კი სახლი სჭირდებოდა.

„ის ოჯახი დროებით სოფელ იმირში ცხოვრობს. იმ ტერიტორიაზე ახალი სახლის ასაშენებლად პირობები არაა. ოჯახს სოფელ ბეგლიარში მიწის ნაკვთი აქვს. ქველმოქმედი ადამიანები ელოდებიან რომ ოჯახი ბეგლიარში დაბრუნდეს და შემდეგ სახლის აშენება დაიწყონ“

ქამრან მამედოვმა ისიც აღნიშნა რომ დახმარების აქცია გრძელდება. ვისაც დახმარების სურვილი აქვთ კი მათ მიმართონ.


{{AUDIO}}

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია