სიახლე
მარნეულის სოფელ მარეთში კორონავირუსი სამ ადამიანს დაუდასტურდა
დღეს, პირველ ივნისს, მარნეულის სოფელ მარეთში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

რადიო „მარნეულს“ ინფომრაცია სანდო წყარომ მიაწოდა. მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ კორონავირუსის დაფიქსირებასთან დაკავშირებით რადიო „მარნეულისათვის“ ინფორმაციის მიწოდება არ ისურვა. ამბობს, რომ დაკავებულია და ახლა ჩვენთვის არ სცალია.

„მომისმინე რა გითხრა, ნუ მიშლით ხელს მუშაობაში. მე სალაპარაკოდ ჯერ არ მცალია, არ დამიმთავრებია ჯერ და რა გითხრათ. ეხლა ვართ გასული კერებში, ნუ მიშლით ხელს“ - გვითხრა ეთერ ლაფერაძემ

რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობს მარნეულის მერი ზაურ დარგალი და მისი მოადგილეები.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ახალ წყაროს არ უკავშირდება. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია