სოფელ მარეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს. საცხოვრებელში ტარდება სადენზინფექციო სამუშაოები. ინფორმაციას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვიდასტურებენ და მერზე დაყრდნობით ამბობენ, რომ იგეგმება სწრაფი ტესტირების ჩატარება, თვითიზოლაზია და ყველა შესაბამისი ღონისძიების გატარება.

კითხვაზე იგეგმება თუ არა სოფლის ჩაკეტვა, მერიაში განმარტავენ, რომ ამ საკითხზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.

დღეს, პირველ ივნისს, მარნეულის სოფელ მარეთში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობს მარნეულის მერი ზაურ დარგალი და მისი მოადგილეები.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ახალ წყაროს არ უკავშირდება. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები