„საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყველა თანამშრომელს არ აქვს უფლება რომ შეთანხმების გარეშე წარადგინოს უწყება“ - ჰაჯი რამინ იგიდოვი

„საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყველა თანამშრომელს არ აქვს უფლება რომ შეთანხმების გარეშე წარადგინოს უწყება“

- აცხადებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი რადიო "მარნეულთან" საუბრისას. მის თქმით, ფოლუხოვის აზრები სამმართველოს პოზიციას არ ასახავს.

„საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომლის (მარნეულის მუფტი) ჰაფიზ ფოლუხოვის 28 მაისს მარნეულის და ჰუჯაბის ეპარქიის რეზიდენციაში მონაწილეობა სამმართველოს მიერ არ იყო შეთანხმებული. ამიტომ, მის მიერ აღნიშნულ შეხვედრაზე დაფიქსირებული მოსაზრებები არ ასახავს სამმართველოს პოზიციას. ამ შემთხვევაში მან ისარგებლა თავისი სტატუსით და შესაბამისად უნდა წარადგინოს ანგარიში - ჰაჯი რამინ იგიდოვი

ჰაჯი რამინ იგიდოვი ასევე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე საკითხი რელიგიას ეხება მუსლიმთა სამმართველო საპატრიარქოსთან შეხვედრებ ესწრება, ხოლო ახლა, ნარიმანოვის საკითხი, რელიგიასთან კავშირში არაა.

"ჩვენ ვფიქტობთ, რომ ეს რელიგიური საკითხი არაა. ის თუ იყო საზოგადოებრივი მოღვაწე, მეცნიერი ან პოლიტიკოსი, მაშინ ის ჩვენს სფეროში არ განიხილება და ვფიქრობ, რომ ამ საკითხის განხილვა ისტორიკოსებისა და პოლიტიკოსების საქმეა. ეს ჩვენს უფლებამოსილებაში არ შედის" - ამბობს იგიდოვი

24 მაისს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგმ საკვირაო ქადაგებისას მარეულში კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში არსებულ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლზე ისაუბრა და მარნეულის მერს მოუწოდა, რომ ძეგლის რესტავრაციის გამო ბოდიში მოიხადოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი დემონტაჟი.

ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია 2020 წლის თებერვალში დაიწყო. 3 მარტს მარნეულის მერმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ძეგლის აღდგენითი სამუშაოები მერიის ინიციატივით ხორციელდება.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები