მარეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 80-მდე კონტაქტს ტესტირება ჩაუტარდა
მარეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 80-მდე კონტაქტს ტესტირება ჩაუტარდა. ინფორმცია მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს და მერის კომენტარი ვიდეოს სახით მოგვაწოდეს. ზაურ დარგალი ჩვენს ზარებს კვირაზე მეტია არ პასუხობს.

„გუშინ აღბული ანალიზებიდან სოფელ მარეთში იმ კონტაქტებიდან მარტო ორი ოჯახის წევრი არის დაინფიცირებული. ეს შემთხვევა იმ კლასტერს უკავშირდება, რომელიც გუშინწინ იყო დაინფიცირებული. დანარჩენი სხვა კონაქტები, ეს არის თანამშრომლები და მეზობლები აღიშნული ადამიანების. არცერთს არ დაუდასტურდა COVID-19“ - განაცხადა ზაურ დარგალმა.

მერიაში ამბობენ, რომ  ორი ახალიშემთხვევის კონტაქტების დადგენა გაგრძელდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. ხუთივე დაინფიცირებული ერთი ოჯახის წევრები არიან. 1 ივნისს კორონავირუსი ოჯახის სამ წევრს დაუდასტურდა, ხოლო დღეს, 2 ივნისს, კიდევ ორს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოფელ მარეთში დაინფიცირებული ოჯახის მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახი თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა და ისინი ჩვეულებრივად მუშაობდნენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები