ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის ფინალურ ფაზაში რეგისტრაციის ვადები შეცვალა
ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)-ს ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის ფინალურ ფაზაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის ვადები შეცვალა. რგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას (RDFG) -ს ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე ამბობს, ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიცვალა პროგრამაში მონაწილეობის თარიღები

„ჩვენ პროექტის განხორციელებას ჯერ კიდევ მარტის თვეში ვაპირებდით, სამწუხაროდ გადატანა მოგვიწია. დღეს ასეთი რეალობა გვაქვს, რომ პროექტში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ 8 ივნისიის დღის ბოლომდე, ხოლო ტრენინგების ჩატარებას ადგილობრივად ვგეგმავთ 13-14 ივნისს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ონლაინ ჩატარდეს ტრენინგები თუ შეგვეძლება მარნეულში ჩამოსვლა. ინტენსიური სამეწარმეო ბანაკი გაიმართება 12-19 ივლისს“ - თქვა რევაზ ჯაველიძემ

პროექტი ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. პროგრამის ფარგლებში, საგრანტო კომისიის მიერ გამოვლინდება მინიმუმ 3 გამარჯვებული ბიზნეს პროექტი – თითოეული მათგანი დაჯილდოვდება საგრანტო თანხით არაუმეტეს 10 000 ლარისა.

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამა ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი). პროექტი სამი ფაზისგან შედგება.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, მიჰყვით ბმულ  და გაირეთ რეგისტრაცია: http://rdfg.ge/ka/phase-3-registration/

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები