მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსზე ჩატარებული სამი ტესტის პასუხი მიიღეს
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ "ლუგარის ლაბორატორიაში" კორონავირუსზე ტესტირების ჩასატარებლად გაგზავნილი სამი ტესტის პასუხი მიიღეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ სამივე ტესტზე უარყოფითი პასუხები მიიღეს.

„გუშინ, 2 ივნისს, გავაგზავნეთ სამი ტესტი და სამივე უარყოფითია. სამივე პაციენტი მარნეულელია. დღეს კიდევ ექვვსი ტესტი გვაქვს გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში“ - ამბობს ტატა შენგელაია

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორის თქმით, კორონავირუსზე ჩატარებული ექვსი ტესტის პასუხ დღეს, დღის ბოლოს, ან ხვალ დილით მიიღებენ.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ 31 მაისს კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

31 მაისს, „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსის დადასტურებამდე, კლინიკაში Covid-19 26 დღის განმავლობაში არ ფიქსირდებოდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 56 დღიანი ჩაკეტვის შემდგომ 18 მაისს გაიხსნა.

მარნეული 23 მარტს ჩაიკეტა. მკაცრი კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარენულელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და მის ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა

Print