"მარეთის კლასტერიდან კორონავირუსის გარეთ გავრცელება ჯერ არ მომხდარა" - ზაურ დარგალი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში, 2 ივნისს ჩატარებული 40 ტესტიდან ყველა უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერი ზაურ დარგალი ამბობს. მისი კომენტარი მარეთში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ მოგვაწოდა. ზაურ დარგლმა მსგავსი კომუნიკაციის ფორმა მას შემდეგ აირჩია, რაც ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციის თემა განსახილველი საკითხი გახდა და კომენტარი არ გაუკეთებია. 

გამოვიკვლიეთ ახლო კონტაქტები. თანამშრომლები და ა.შ. რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ აღნიშნული კლასტერიდან გარეთ გავრცელება (კორონავირუსის) ჯერ არ მომხდარა, თუმცა პროცესი გრძელდება. აღნიშნული კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან და ჩვენი ეპიდემიოლოგები აღნიშნულ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები“ - თქვა ზაურ დარგალმა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. ხუთივე დაინფიცირებული ერთი ოჯახის წევრები არიან. 1 ივნისს კორონავირუსი ოჯახის სამ წევრს დაუდასტურდა, ხოლო 2 ივნისს, კიდევ ორს.

Print