მარნეულში ქვეწარმავლის კბენის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა
მარნეულში ქვეწარმავლის კბენის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა ოთხივე პაციენტს მარნეულის "ავერსის" კლინიკაში გაუკეთდა ვაქცინა. როგორც ამავე სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, ფაქტი რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა.

მას შემდეგ, რაც ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატა და ქვეწარმავლები მომრავლდნენ. ოთხი პაციენტიდან მხოლოდ ერთს დასჭირდა სტაციონალური მეთვალყურეობა.

კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც ვაქცინა კეთდება, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ დაწესებულებაა. როგორც აქ განმარტავენ, ბოლო რამდენიმე თვის განმვლობაში ქვეწარმავლის ნაკბენით არცერთი პაციენტი არ შეუყვანიათ.

არსებობს თუ არა მუნიციპალიტეტში საკმარისი ვაქცინა, ამის გადამოწმება ჩვენ მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცეტრის ხელმძღვანელთან ეთერ ლაფერაძესთან ვცადეთ, თუმცა ის ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები