მარნეულის 56 დღიანი ჩაკეტვის დროს მუნიციპალიტეტში 154 ბიჭი და 110 გოგო დაიბადა
მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის რეჟიმზე 56 დღის განმავლობაში იმყოფებდა.

23 მარტიდან 18 მაისამდე პერიოდში მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა აკრძალული იყო, ქალაქის გასასვლელებში განთავსებული იყო 12 ბლოკ-საგუშაგო.

56 დღიანი ჩაკეტვის დროს მარნეულში 264 ბავშვი დაიბადა.

მარნეულის „ავერსის“ სამშობიარო კლინიკაში მარნეულის ჩაკეტვის დროს სულ 143 ბავშვი დაიბადა. მათგან 85 ბიჭი, 58 კი გოგო.

რაც შეეხება მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო განყოფილებას, აქ 22 მარტიდან 18 მაისამდე პერიოდში 121 ბავშვი დაიბადა. 69 ბიჭი და 52 გოგო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები