მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსის სიმპტომით პაციენტი ორი დღეა არ შეუყვანიათ
მარნეულის მუნიციპალიტეტის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრს დღეს, 5 ივნისს, კორონავირუსის სიმპტომებით პაციენტი არ ჰყავს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკაში დღის ბოლომდე კორონავირუსის სიმპტომიან პაციენტს შეიყვანენ ტესტს ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნიან.

კლინიკას კორონავირუსის სიმპტომებით პაციენტები არ ჰყოლია 4 ივნისსაც.

3 ივნისს ჩატარებული კორონავირუსის ექვსი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ 32 დღის განმავლობაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 31 მაისს, კორონავირუსი სადახლოს სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან მომავალ ტრაილერის მძღოლს დაუფიქსირდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 56 დღიანი ჩაკეტვის შემდგომ 18 მაისს გაიხსნა.

მარნეული 23 მარტს ჩაიკეტა. მკაცრი კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარენულელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და მის ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები