მარნეულში აღმაშენებლის ქუჩაზე და მიმდებარე დასახლებებში შუქი 18:00 საათამდე არ იქნება
ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის ქუჩაზე (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) და
მიმდებარე დასახლებებში ელექტროენერგია დღეს, 5 ივნისს, დილის 11:00
საათიდან გაითიშა.
რადიო „მარნეულს“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელი ხაზის ოპერატორმა უთხრა,
რომ აღნიშნულ ქუჩებზე გეგმიური სამუშაოების გამო ფიდერია
გათიშული.
ელექტროენერგია აღმაშენებლის ქუჩაზე და მიმდებარე დასახლებაში დღეს, 5
ივნისს, 18:00 საათის შემდეგ ჩაირთვება.
რადიო „მარნეული“