მარნეულში აღმაშენებლის ქუჩაზე და მიმდებარე დასახლებებში შუქი 18:00 საათამდე არ იქნება
ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის ქუჩაზე (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) და მიმდებარე დასახლებებში ელექტროენერგია დღეს, 5 ივნისს, დილის 11:00 საათიდან გაითიშა.

რადიო „მარნეულს“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელი ხაზის ოპერატორმა უთხრა, რომ აღნიშნულ ქუჩებზე გეგმიური სამუშაოების გამო ფიდერია გათიშული.

ელექტროენერგია აღმაშენებლის ქუჩაზე და მიმდებარე დასახლებაში დღეს, 5 ივნისს, 18:00 საათის შემდეგ ჩაირთვება.

რადიო „მარნეული“


Print