მარნეულის მერიამ, დაახლოებით, ერთ წელში საკაბელო ინტერნეტის გაყვანის 39 ნებართვა გასცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მარნეულის სოფლებსა და ქუჩებში საკაბელო ინტერნეტის გაყვანისათვის ოთხ ინტერნეტ პროვაიდერს ჯამში 39 ნებართვა მისცა.

2019 წლის 22 თებერვლიდან 2020 წლის 19 მარტამდე პერიოდში, ყველაზე მეტი, 24 ნებართვა, მარნეულის მერიამ „სილქნეტს“ მისცა. 11 ნებართვაა გაცემული შპს „მაგთიკომზე“, სამი შპს „ჯენეტზე“ ხოლო ერთი შპს „პისიმაქსზე“.

გთავაზობთ ინტერნეტ პროვაიდერებისა და იმ დასახლებების ჩამონათვალს, რომელზეც მერიამ ნებართვები გასცა:

„სილქნეტი“ – 26 მაისის, აღმაშენებლის, რუსთაველის, მამედოვის, კოსტავას ქუჩები, სოფელი კასუმლო, კაპანახჩი, იაღლუჯა, დამია-გეურარხი, წერეთელი, ყიზილაჯლო, ჯანდარა, სადახლო.

შპს „მაგთიკომი“ - სოფელი კასუმლო, კაპანახჩი, დამია-გეურარხი, კაჩაგანი, აღმამედლო, ალგეთი, თაზაქენდი, საბირქენდი, ხიხანიდან ბუდიონავკამდე შაუმიანის გავლით.

შპს „ჯენეტი“ – სოფელი ზემო ყულარი, ქვემო ყულარი, კირიხლო, მარადისი.

შპს „პისიმაქსი“ - სოფელი კასუმლო, ხოჯორნი, ქურთლიარი, კაპანახჩი, შულავერი, ყულარი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები