პარტია „ახალი საქართველოს“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე სუს-ში დაიბარეს
პარტია „ახალი საქართველოს“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფუად გახრამანოვი, 6 ივნისს სუს-შია დაბარებული. ამის შესახებ ფუად გახრამანოვმა ინფორმაცია რადიო მარნეულთან თქვა. ამბობს, რომ მას  საღამოს საათებში სუს-დან დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს.

„6 ივნისს, 12:00 საათზე სუს-ში დამიბარეს. მიზეზი ვკითხე და მითხრეს, რომ საკითხი ნარიმან ნარიმანოვს ეხება. მე ვუთხარი, რომ ჩემს ადვოკატს დავუკავშირდებოდი და პასუხს გავაგებინებდი. ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ, სუს-ში წასვლას ვგეგმავ. ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციის შემდეგ ასეთი მოვლენები ხდება"
- ამბობს ფუად გახრამანოვი.

აღსანიშნავია, რომ ხვალ, სუს-ში, ნარიმანოვის საკითხთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს უმაღლესი რელიგიური სამმართველოს შეიხი მირთაგი ასადოვიცაა დაბარებული.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google