მტკვარში გაუჩინარებული მარნეულელი კაცის ცხედარი იპოვეს
28 ივნისს, შუადღისას, მარნეულში მდინარე მტკვარში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს.

რადიო „მარნეულს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო მყვინთავები და მაშველები. დრონების მეშვეობით ხდებოდა პერიმეტრის მონიტორინგი და მიმდინარეობდა მდინარის ფსკერის სკანირება.

რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, 60 წლის კაცი მეგობრებთან ერთად 26 ივნისს, საღამოს საათებში, მტკვარზე თევზაობდა. თევზაობის დროს მდინარეში ჩავარდა და გაუჩინარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“

Print