404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულში ტექნიკის მაღაზიიდან ტელეფონები მოიპარეს
29 ივნისის მარნეულის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან ტელეფონები მოიპარეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მაღაზიის მეპატრონემ განაცხადა, რომ მაღაზიიდან დაახლოებით 3 000 ლარის ღირებულების ტელეფონები და ტელეფონის აქსესუარებია წაღებული და ასევე პირადი კომპიუტერი.

„სხვადასხვა ადგილებში კამერებმა სამი პირი დააფიქსირეს, სავარაუდოდ ისინი არიან დამნაშავეები“ - გვეუბნება მაღაზიის მეპატრონე

ამ წუთებში ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია