სიახლე
„დიდი მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორ განკარგავს ივანიშვილი თავის მონებს“ - იმამკულიევი „ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებზე
„თუ ვერ შევთანხმდებით და ყველა პარტიას თავისი მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება, ამ შემთხვევაში, მე, როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ვიქნები მაჟორიტარი კანდიდატი მარნეულსა და გარდაბანში“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას.

იმამკულიევის თქმით, „ევროპული საქართველოსათვის“ მნიშნველოვანია, რომ მარნეულში ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატი დაასახელოს რა შემთხვევაშიც მაჟორიტარი კანდიდატის როლზე, სავარაუდოდ, ის იქნება განხილული.

ამ დროისათვის კვლავ უცნობია, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი მარნეულში. ახმედ იმამკულიევის თქმით, მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იყრის კენჭს „ქართული ოცნებიდან“.

„ჭორის დონეზე გვაქვს ინფორმაცია, რომ საუბრობენ ბატონ ზაურ დარგალზე და ბატონ რუსლან გაჯიევზე, მაგრამ ჩვენ აქცენტი არ გვაქვს გაკეთებული იმაზე თუ ვინ იქნება კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“. ვინც არ უნდა იყოს კანდიდატი წელს მაინც დამარცხდება. ჩემი აზრი ქართული ოცნების მაჟორიტარებთან დაკავშირებით ესეთია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ გვაძლევს საშუალებას რომ განვიხილოთ თუ როგორ მართავს თავის საკუთრებას სხვა პიროვნება და ამ შემთხვევაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი თუ როგორ განკარგავს თავისი მონებს, თუ ვინ იქნება მაჟორიტარი და ვინ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“ - აცხადებს ახმედ იმამკულიევი

დღეს, 29 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული მოდელით ჩატარდება.

კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 3.

120/30-ზე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის შეთანხმებით, ასე გადანაწილდა პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატთა რაოდენობა. პოლიტიკური პარტიებისათვის დადგენილია 1%-იანი ბარიერი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვემო ქართლში სამი მაჟორიტარული ოლქი იქნება. რუსთავი და გარდაბნის ნაწილი ერთი ოლქი იქნება. მარნეული და გარდაბნის მეორე ნაწილი მეორე ოლქი, ხოლო თეთრიწყარო, წალკა, დმანისი და ბოლნისი ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანდება.

2016 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიხედვით მარნეული ორ მაჟორიტარულ ოლქად იყო დაყოფილი.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია