წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის
ბრალდებით მარნეულში სამი ადამიანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის
მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ფ.-მ მარნეულის
მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, 1997
წელს დაბადებულ ა.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
დაკავებულები არიან 1977 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული
ი.მ და 2002 წელს დაბადებული ი.ი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3
ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით
ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.