სიახლე
მარნეულში ტელეფონების ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
29 ივნისს მარნეულის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ტექნიკის მაღაზიის ქურდობის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნა.

რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული.

მოპარული ტელეფონები ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, დაკავებულები ახალგაზრდა ბიჭები არიან.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მაღაზიის მეპატრონემ განაცხადა, რომ მაღაზიიდან დაახლოებით 3 000 ლარის ღირებულების ტელეფონები და ტელეფონის აქსესუარებია წაღებული და ასევე პირადი კომპიუტერი.

„სხვადასხვა ადგილებში კამერებმა სამი პირი დააფიქსირეს, სავარაუდოდ ისინი არიან დამნაშავეები“ - გვითხრა მაღაზიის მეპატრონემ

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

რადიო „მარნეული“

| Print |