ქუთლიარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში საგზაო შემთხვევა მოხდა,

რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და ჯერ სახლის ჭიშკარს, შემდეგ კი ღობეს დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

Print