ქუთლიარში ოჯახის ექიმის დანიშვნა იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში 4 თვეზე მეტია, რაც ოჯახის ექიმი არ ჰყავთ. ადგილობრივებმა არ იციან კლინიკაში წასასვლელად ცნობა ვისგან აიღონ. ქუთლიარის მკვიდრი, ხალადინ მამედოვი გვეუბნება, რომ სოფელში სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც ოჯახის ექიმი გარდაიცვალა. ცნობის ასაღებად მიმართვა კი სხვადასხვა სოფლის ექიმებთან უწევთ. მისი თქმით, ოჯახის ექიმის არარსებობის გამო, ბავშვის გეგმიური აცრა იგვიანებს.

„სოფელში ოჯახის ექიმი არ არის. ძალიან რთულია ჩვენთვის. ვის უნდა მივმართოთ, ექიმთან რომელი საბუთი უნდა ავიღოთ არ ვიცით. სხვა ექიმებს რომ ვთხოვთ, გვეუბნებიან ეს ჩვენი ვალდებულება არ არისო. გამოუვალ მდგომრეობაში ვართ. სოფელში აუცილებელია ოჯახის ექიმი. ბავშვბეს აცრა უნდა გაკეთეს“- თქვა მამედოვმა.

როგორც რადიო "მარნეულს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებს ცენტრში განუცხადეს, ცენტრისგან უკვ ემოხდა შესაბამისი კადრების შერჩევა-შეფასება და უახლოეს მომავალში ქუთლიარში ოჯახის ექიმი დაინიშნება.

Print