განათლების სამინისტროში მარნეულელ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

29 ივნისს განათლების სამინისტროში უნარების მასწავლებელ აბას აბასოვთან და ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელ ელვირ ჰასანოღლუსთან შეხვედრა გაიმართა.



აბას აბასოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ კარანტინის გამოცხადებისა და პანდემიის გამო სკოლების ჩაკეტვის პერიოდში განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებს უტარებდნენ.

„კარანტინის გამოცხადებიდან ცოტა ხანში სამინისტროდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს, რომ უნარებისა და მათემატიკის გაკვეთილები ჩამეტარებინა ბავშვებისათვის. მე მათემატიკის გაკვეთილების ჩატარებისათვის ელვირ ჰასანოღლუ ვურჩიე. ასე დავიწყეთ განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში გაკვეთილების ჩატარება“ - გვეუბნება აბასი

ელვირ ჰასანოღლუ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ გაკვეთილებს აბიტურიენტებს უტარებდა რათა ისინი სასწავლო პროცესს არ ჩამორჩენოდნენ.

„განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად აბიტურიენტებმა სახლში დარჩენის მიუხედავად საჭირო გაკვეთილებზე დასწრება და მოსმენა შეძლეს“ - ამბობს ელვირი

პედაგოგის თქმით, გაკვეთილების ხანგრძლივობა სათნახევარი იყო და ეროვნულ გამოცდებამდე ტარდებოდა.

 

Print