გაიღე სისხლი 7 წლის ნატალიას დასახმარებლად - მარნეულში სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართება
7 წლის ნატალია ბლიაძის დასახმარებლად მარნეულის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართება.

7 წლის ნატალია ბლიაძეს დაუდგინდა ბიკო სარკომა, რაც სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. ამჟამადა ბავშვი გადაყვანილია ისრაელში, იერუსალიმის კლინიკასაში, (Hadassah University hospital - ein kerem) სადაც ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის პირველი ეტაპი, რასაც საკმაოდ გართულებები მოყვა.

მკურნალობის მთლიან კურსს და ოპერაციას სჭირდება 362 620 დოლარი, გათვალისწინებელი ხარჯების გარდა.

ნატალიას დასახმარებლად საქართველოს სისხლის ნაციონალური ბანკი მზადაა ოჯახს 25 000 ლარი გადაურიცხოს. ამისათვის, საჭიროა, რომ 1 000-მა ადამიანმა სისხლი გაიღოს.

სისხლის ჩაბარების აქცია მარენულის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 ივლისის დილის 09:00 საათიდან 15:00 საათამდე გაგრძელდება.

რადიო „მარნეული“


Print