სიახლე
მარნეულის საკრებულომ მილიონიან ინვესტიციაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს ტერიტორიული ერთეულის სოფელ თაზაქენდში სასაწყობე მურნეობის მშენელობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 8 ივლისს, საკრებულოს რიგგარშე სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ თქვა, მუნიციპალიტეტეტის საკუთრებაში არსებული 1467 კვადრატი იჯართ გადაეცემა კომპანიას, რომელმაც სადახლოში სასაწყობე მეურნეობა უნდა ააშენოს. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბარში საკრებულოს აპარატის უფროსი, ნინო ბერიძე ამბობს, კომპანია მილიონიანი ინვესტიციით შემოდის მუნიციპალიტეტში რომელსაც მიწის ნაკვეთი 30 წლიანი აღნაგობის უფლებით (იჯარით) გადაეცემა.

“საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შემოვიდა წინადადებით, რათა სახელმწიფოსათვის მარნეულის მუნიციპალიტეტს გადაეცა 1467 არასასოფლო მეურნეობის დანიშნულების მიწა. ეს არს სადახლოს ტერიტორიულ ერთეულში სოფელ თაზაქენდში. როგორც აღნიშნა მიწა გამოყენებული იქნება შემდგომში სასაწყობე მეურნეობად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების დასაბინავებლად“

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, კომანია, რომელსაც ინვესტიციით სურს მარეულში შემსვლა შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტ“- ია. საწყობთან დაკავშირებული ტეტალები კი ჯერ მერიისთვის ცნობილი არაა. რაც შეეხება საიჯარო თანხის ღირებულებას, როგორც ლობჯნიძე განმარტავს, არანაირი შეღავათი არ იქნება. ყოველწლიურ გადასახადს კი ექსპერტები დაადგენენ.

რადიო მარნეული შეეცადა მოეძებნა აღნიშნული კომანიის სამუშაო გამოცდილება, შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტის“ 100%-იანი წილის მფლობელი არის ბელგიის მოქალაქე ვინე გიორგი შოშიტაიშვილი. ინტერნეტსივრცეში კომპანიას განხორციელებული საქმიანობა უფიქსირდება მხოლოდ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ( ავტოგასამართი სადგურის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი) დირექტორის ნომერი არ იძებნება, ხოლო ერთ-ერთ დოკუმატში სადაც მისი ნომერი ვნახეთ მითითებული დავრეკეთ და აღმოჩნდა, რომ ნომერი კომპანიის არცერთ წარმომადგენელს არ ეკუთვნის.

მარნეულის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მხოლდ ერთი, ზემოთ აღნიშნული საკითხი გამოიტანეს. დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია