რა საბუთების წარდგენა დაგჭირდებათ მარნეულის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციისთვის
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 16 ივლისიდან იწყება. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ მარნეულის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა ზაურ ქარამოვმა გვითხრა. როგორც ქარამოვი ამბობს, 2020-2021 სასწავლო-სააღმზრდელო წლისათვის რეგისტრაცია როგორც საბავშვო ბაგა ბაღებში ასევე საჯარო სკოლებში არსებულ სასკოლო მზაობის ცენტრებში დაიწყება. რეგისტრაცია კი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

„რეგისტრაციის პირველი ეტაპი 16-დან 20 ივლისამდე გაგრძელდება. ქალაქისა და სოფლის ბაღებში წესები განსხვავებულია. ქალაქის ბაღებისთვის 20 ივლისის შემდეგ რეგისტრაცია ჩვენს ცენტრში გაგრძელდება. მოთხოვნა დიდია და ამიტომ ბავშვების სიის შედგენა ჩვენთვის რთული იქნება. სოფლის ბაღებში კი პირველი ეტაპი 20 ივლისამდე დამთავრდება და მეორე ეტაპი 23 აგვისტოდან გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ნოტარიულად დამოწმებული, ჯანმრთელობის ცნობა, 4 ფოტოსურათი და მშობლების პირადობის მოწმობის ასლია საჭირო. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახის, იძულებით გადაადგილებული პირის და  ასევე შშმ პირის შემთხვევაში,  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლია საჭირო. სოციალური სტატუსის მქონე ბავშვებისთვის ურიგოდ მიღების შესაძლებლობა გვაქვს“-
თქვა ზაურ ქარამოვმა

აღსანიშნავია, რომ მარნეულის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესი მარნეულში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო იყო შეჩერებული. სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვის მისაღებად მშობელმა უნდა მიმართოს იმ საბავშვო ბაღს, და სასკოლო მზაობის ცენტრს სადაც სურს შვილის ჩარიცხვა. ქალაქ მარნეულის N3 საბავშვო ბაგა-ბაღში, ქალაქ მარნეულის N4 საბავშვო ბაგა-ბაღსა და ქალაქ მარნეულის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვის რეგისტრაციის მიზნით ა.წ. 21 ივლისიდან მშობელმა უნდა მიმართოს მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანებას. რეგისტრაცია დაიწყება 9:00-დან და გაგრძელდება 17:00 საათამდე.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები