სიახლე
სტიქიით დაზარალებული ოჯახის კარავში ცხოვრება მერიის დახმარების მოლოდინში
სოფელ თექალოში მცხოვრები ილჰამ ქერიმოვი მეორე თვეა, რაც მარნეულის მერიას სახლის აშენებას სთხოვს. ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი ახადა. სამსულიანი ოჯახი კარავში ქირით ცხოვრობს. როგორც მარნეულის მოსახლეობის უმეტესობა, ქარამოვის ოჯახიც პროდუქტების მოყვანით არს დაკავებული, თუმცა მათi მეურნეობა იმდენად პატარაა, რომ თავს ვერ ირჩენენ.

„20 მაისს ძლიერი ქარის შემდეგ სახლი ავარიულ მდგომაეობაშია. თქვენი საშუალებით მინდა მივმართო მთავრობის წარმომადგენლებს, რომ დაგვეხმარონ. რწმუნებულის დახმარებით დავწერე განცხადება, გადავუღეთ სახლს ფოტოები. გავაგზავნეთ, წარმომადგენლები უნდა მოსულიყვნენ შესამოწმებლად და 2 თვის განმავლობაში არავინ მოსულა. წერილზე პასუხი არ მიგვიღია. მერთან შესახვედრად ვიყავი წასული, მაგრამ ვერ შევხვდი, საკრებულოს დეპუტატსაც მივმართე. ერთ თვეა, რაც ნაქირავებ კარავში ვცხოვრობთ. მანქანა არ მყავს, რომ პომიდორი, ბულგალური რომელიც სახლში ცოტა მოგვყავს გავიტანო და გავყიდო. სახლში გვაკითხვაენ და მიზერულ თანხაში მიაქვთ. არანაირ დახმარებას არ ვიღებთ. რამდენიმე თვის წინ რომ არიგებდნენ დახმარებებს ისიც კი არ შეგხვდა“

ილჰამ ქარიმოვის მეუღლე ვეფა აზერბაიჯანის მოქალაქეა და მას საქართველოში არანაირი დახმარება არ ეკუთვნის. ამტომ ოჯახი ვერც სოციალურ დახმარებას იფორმებს. ვეფამ რამდენიმე თვის წინ ოპერაცია გაიკეთა. ოჯახური მეურნეობას კი შვილი და მეუღლე უძღვება.

„ამ სიცხეში გარეთ გაჩერება შეუძლებელია და კარავში მითუმეტეს. მივმართავ მთავრობას, საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს რომ დაგვეხმარონ. ოპერაცია მაქვს გაკეთებული რამდენი ხანია საავადმყოფოში ვერ წავსულვარ. ვთხოვთ, ერთი პატარა ოთახის აშენებაში დაგვეხმარონ რომ ამ კარავში არ ვიცხოვროთ, ღამე ცივა, დღისით ცხელა"

კაჩაგანის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული, ეთირამ ალიევმა გვითხრა, რომ სახლის შეკეთება ან ოჯახს დახმარება, მერიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„ქარიშხალის მერე მე ამ ოჯახში ვარ ნამყოფი, ნამდვილად ავარიულ მდგომარეობაშია სახლი. როგორც ადგილობრივმა წარმომადგენელმა შესაბამისი რეაგირება მოვახდინე, მივმართე მერიას. იქ გარკვეული პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებას ახლო მომავალში გავიგებთ“

ქარიმოვების ოჯახი მერიის დახმარების მოლოდინშია. მათ ძველ სახლს თიხა იკავებდა. შეკეთება შეუძლებელი იყო, ამიტომ, ნათესავების დახმარებით მათ ახალი სახლის საძირკველი უკვე ააშენეს. ოჯახი ადგილობრივ თვითმმართველობას სთხოვს, რომ მომავალ ზამთარს თბილ პირობებში შეახვედრონ.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია