მარნეულში წვიმიანი ამინდის დროს, ზოგიერთ საჯარო ტრანსპორტშიც წვიმს
მარნეულში რამდენიმე დღა წვიმს. მოსახლეობას მუნიციპალიურ ტრანსპორტში ასვლისას, სველ სავარძლებზე დასხდომა უწევს. ხშირად წყალი ფანჯრებიდან ან დაზიანებული იატაკიდან ამოდის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტობუსებში როგორც გართ, ისე შიგნით წვიმს.

„სამწუხარო ფაქტია, რომ წვიმიან ამინდებში საჯარო ტრანსპორტის სარგებლობისას წვალება გვიწევს. ყველაზე პრობლემატური ყვითელი ავტობუსებია. უმეტესობა ამორტიზირებულია, კარები არ იკეტება. წვიმის დროს კარიდან შემოდის წყალი და მთელი ავტობუსი ჭუჭყიანდება“ - გვეუბნება ზევნიშან მურსაკულოვა.

არიან ადამიანები, ვისაც მუნიციპაური ტრანსპორტით სარგებლობისას წვიმიან ამინდში პრობლემა არ ექმნება.

„მეზობელ სოფელში ვცხოვრობ, მარნეული-შაუიანის ავტობუსით ვსარგებლობ. არანაირ პრობლემას არ შევხვედრილვარ.ძალიან კარგად დავდივართ. გაწკრიალებული, სუფთა ავტობუსით ვიმგზავრე დღეს“ - ამბობს სოფელ აღკულაში მცხოვრები თარლან ხალილოვა.

ჩვენ მარნეულის მუნიციპალური ტრანსპორტის შპს „ავტოპარკის“ დირქტორს, გიგა ჯალაღონიას ვესაუბრეთ. ამბობს, რომ ავტობუსების უმრვლესობა მოძველებულია და შესაცვლელია.

„არ გვყავს ისეთი ტრანსპორტი, სადაც წყალი ზემოდან ჩამოდის. ქვემოთ ალბათ, დაზიანებული იყო, საიდანაც წყალი ამოვიდა. გვყავს ოთხი-ხუთი ავტობუსი, რომელიც საჭიროებს სასწრაფო შეცვლას, თორე ისე, ძველი ავტობუსები ყველა შესაცვლელია“ - თქვა გიგა ჯალაღონიან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ჯი-თი გრუპ“-თან ხელშეკრულება ხუთი ახალი ავტობუსის შესაძენად უკვე გაფორმებული აქვს. ავტობუსების შესაძენად მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 311 000 ლარი გამოიყო. ISUZU-ს მარკის 5 ახალი ავტობუსი მარნეულში,სექტემბრში უნდა ჩამოვიდეს. ყველა მათგანი, სავარაუდოდ, ქალაქ მარნეულზე გადანაწილდება.

Print