სიახლე
მარნეულის მერი რადიო „მარნეულისათვის“ გასაგზავნ წერილებზე ხელს არ აწერს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა საჯარო ინფომრაციას არ გასცემს.

რადიო „მარნეული“ უკვე 35 სამუშაო დღეა რაც ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის შესახებ მერიისაგან გამოთხოვილ ინფორმაციას ელოდება. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ 25 ივნისს გვითხრა, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილ წერილზე პასუხი უკვე მზადაა, მაგრამ მერის ხელმოწერის გარეშე მისი გადმოგზავნა არ შეუძლია.

მერის ხელმოწერა აკლია რადიო „მარნეულის“ მიერ გამოთხოვილ კიდევ ოთხ საჯარო ინფომრაციასაც.

მერიის საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურეობის განყოფილებაში აცხადებენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა უკვე ყველა წერილის პასუხი მოამზადეს და ჩაბარებისათვის მხოლოდ მერის ხელმოწერაა საჭირო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი რადიო „მარნეულს“ ერთ თვეზე მეტია კომენტარს არ აძლევს. მარნეულის მერი მედიისათვის მას შემდეგ „გაუჩინარდა“ რაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) 24 მაისის საკვირაო ქადაგებაზე მარნულის მერს ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი მოსთხოვა და ის კანონდარღვევაში დაადანაშაულა.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია